საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა - კობახიძე ახალ რუსულ ბაზაზე
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება. ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ," - ამ განცხადებით პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.
კობახიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "მკაფიოდ" მიიჩნევს და ამაზე მეტ პოზიციონირებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება. ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ესე იგი ასე ჩაითვალა საჭიროდ"- განაცხადა კობახიძემ.