ხომ არ ემზადება ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის? - კობახიძეს ცალსახა პასუხი არ აქვს

06.10.23 13:18
ხომ არ ემზადება ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის? - კობახიძეს ცალსახა პასუხი არ აქვს

ბიძინა ივანიშვილი გეგმავს თუ არა პოლიტიკაში პრეზიდენტის როლში დაბრუნებას - ამ კითხვაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ცალსახა პასუხი არ აქვს.

ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაშიც კი, პირადად მას პრეზიდენტობის გეგმები არ აქვს.

თუმცა კობახიძეს გაუჭირდა ასეთივე მკაფიო პასუხი გაეცა ივანიშვილის გეგმებთან დაკავშირებით. 

ჟურნალისტის კითხვაზე - ბიძინა ივანიშვილს ხომ არ შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტობის გეგმები, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ჯერ ამ თემაზე სპეკულაციები ნაადრევია".

მსგავსი სიახლეები