პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო იქნება ოპოზიციის მხარდაჭერაც - კახიანი
"ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა იმპიჩმენტის პროცედურა იმიტომ დაიწყო, რომ სულ ცოტა არ მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი.
კახიანის თქმით, პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო იქნება ოპოზიციის მხარდაჭერაც.
იმპიჩმენტი ერთდროულად არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. იმპიჩმენტს ყველა შემთხვევაში აქვს სამართლებრივი საფუძველი. გადაწყვეტილება იმპიჩმენტის დაწყების თაობაზე, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამართლებრივი აქტის დადების შემდგომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ასევე საბოლოო გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი ისევ პარლამენტში გადმოინაცვლებს ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდება. ანუ ვინც ასე თვლის, რომ ეს შესაძლებელია იყოს მხოლოდ პოლიტიკური აქტი, ბუნებრივია ის უბრალოდ ვერ ერკვევა ამ საკითხებში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის გადაყენებასაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ხმებით მოხდეს პრეზიდენტის გადაყენება თანამდებობიდან. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ოპოზიციის მხარდაჭერაც.
ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება და იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყეთ პრეზიდენტთან მიმართებაში, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა ჩვენ არ მოგვწონს პრეზიდენტი", - ამბობს გიორგი კახიანი.