"თუ ენმ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა" - კობახიძე
თუ ენმ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ჯერ, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ელოდება.
დაახლოებით ორ კვირაში იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში. დაველოდოთ, დაუჭერს თუ არა მხარს ენმ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. ჯერ, რა თქმა უნდა, ველოდებით საკონსტიტუციოს დასკვნას და ამის შემდეგ. თუ ენმ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ". - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი გახარიას თქმით, "ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობასთან" პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ხმებით ვაჭრობს.