ღარიბაშვილს ევროპელ ლიდერებთან სიმართლის თქმა და თავის მართლება მოუწია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ბეჟაშვილი

06.10.23 13:50
ღარიბაშვილს ევროპელ ლიდერებთან სიმართლის თქმა და თავის მართლება მოუწია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - ბეჟაშვილი

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპელ ლიდერებთან სიმართლის თქმა და თავის მართლება მოუწია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და სწორედ ამას ემსახურება მისი შეცვლილი რიტორიკა და გარიგების შეთავაზება სალომე ზურაბიშვილთან.

ბეჟაშვილის თქმით, იმპიჩმენტის მიზანი პრეზიდენტის დაბულინგებადა ჭკუის სწავლება იყო.

გამოიკვეთა, რომ ღარიბაშვილს მძიმე შეხვედრები ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან, სადაც მათ მკაცრად და ღიად დაუფიქსირეს პოზიცია, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის იმპიჩმენტის განხორციელებულ პროცედურასთან მიმართებაში და ღარიბაშვილს მოუწია სიმართლის თქმა და ასევე თავის მართლება. იმპიჩმენტის პროცედურას არანაირი კონსტიტუციური სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, ერთადერთი მიზანი იყო პრეზიდენტის დაბულინგება ჭკუისწავლება", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

მსგავსი სიახლეები