პოზიტიური მოხსენებით შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - მეცოლა

06.10.23 13:27
პოზიტიური მოხსენებით შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - მეცოლა

"ევროპარლამენტის მკაფიო პოზიციაა, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება", – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.  მეცოლამ გაფართოების საკითხებზე საუბრის დროს საქართველო არ ახსენა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირის გაფართოება დამოკიდებულია იმაზე, თუ მსურველი ქვეყნები როგორ მოხსენებას გააკეთებენ და რამდენად შეასრულებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკომისიისგან მიიღეს. 

ჩვენ შევხვდით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ მეზობლებს ევროკავშირის გაღრმავებისა და გაფართოების იდეით. ამასთან დაკაშირებით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვჭირდება რეფორმა. ახლა ზუსტად დროა საუბრისთვის ევროკავშირში, თუ რისი გაკეთება გვჭირდება, რა მუშაობს ამჟამად 27 წევრი ქვეყნისთვის, არ იმუშავებს 32-ისთვის, 33-სთვის ან 35-სთვის. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ სანდოები ამ პროცესში და გუშინდელმა დღემ მოგვცა სწორი იმპულსი, რომ შეგვძლებოდა ასეთი საუბრების გამართვა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ოქტომბერსა და დეკემბერში.

სამომავლო გაფართოების მთავარი გამოწვევა უკავშირდება იმას, რომ უნდა დაველოდოთ თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებულ მოხსენებას. ევროპარლამენტის ძალიან მკაფიო პოზიციაა, რომ როგორც კი ყველა პირობა შესრულდება, შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიური მოხსენებით, შეგვეძლება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს ეხებათ უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ჩვენთვის ყოველთვის ნათელია, როდესაც პირობები და შემდეგი ნაბიჯები შესრულებულია, არავინ უნდა დარჩეს უკან“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი სიახლეები