"ოცნების" შოუში ჩართულია პრეზიდენტიც - ვაშაძე

06.10.23 13:55
"ოცნების" შოუში ჩართულია პრეზიდენტიც - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" ფარცხალაძის დაცვით ქვეყნის იმიჯზე რომ ნეგატიურად მოქმედებს, ამ შოუში პრეზიდენტის არის ჩართული.

ვაშაძის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს რომ არ იწყალებს, ამით რუსულ დავალებას ასრულებს.

ჩვენი ქვეყნის იმიჯზე "ქართული ოცნება", რუსი აგენტი ფარცხალაძის მცველი ტოტალურად, ნეგატიურად მოქმედებს და ამაზე ჩამოყალიბებული კონსენსუსი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. სამწუხაროდ, ამ შოუში ახლა ჩართული არის პრეზიდენტიც. რუსეთის აგენტ სანქცირებულ ფარცხალაძეს, რომ არ უწყვეტს მოქალაქეობას, მერწმუნეთ ძალიან აზიანებს ჩვენს იმიჯს. მიხეილ სააკაშვილსაც, რომ არ იწყალებს ამათაც რუსულ დავალებას ასრულებს", - გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები