ენის მოჩლექვით საუბრის გამო რუსეთი საქართველოს უკეთ არ მოეპყრობა - უსუფაშვილი
"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" პროპაგანდა, თითქოს რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი და დათმობებეზე წასვლა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, ჩამოიშალა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის გახსნას.
ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის საკუთარი იმპერიალისტური ზრახვების შესასრულებლად ყველა ზომაზე წავა.
მთავარი ისაა, რომ საქართველოში თუ ვინმე არის მოტყუებული „ოცნების“ პროპაგანდით, რომ რუსეთთან ენის მომჩლექვით საუბარი, რუსეთისთვის სიამოვნების მინიჭება იმით, რომ ჩვენ დასავლეთს ვლანძღავთ და ვაგინებთ, ამის გამო რომ რუსეთი საქართველოს უკეთ მოეპყრობა, აბა, ბატონო, მაგალითი! ეს ასე არ იქნება. რუსეთი თავისი იმპერიალისტური ზრახვების შესასრულებლად ნებისმიერ ზომაზე წავა, - ამბობს უსუფაშვილი.