კარგია, გქონდეს ამოცანა და ჰორიზონტი, ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი - ბორელი გაფართოების ზუსტ თარიღზე

06.10.23 13:33
კარგია, გქონდეს ამოცანა და ჰორიზონტი, ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი - ბორელი გაფართოების ზუსტ თარიღზე

"თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის, ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი", – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ბორელმა დააზუსტა შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელი დაასახელა. 

ბორელის თქმით, ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ დრო აქვთ, დრო კი არ არის.

ყოველთვის კარგია, გქონდეს ამოცანა და ჰორიზონტი. ეს არის პოლიტიკური ჰორიზონტი. თარიღის განსაზღვრა ემსახურება პოლიტიკური ენერგიების მობილიზებას წინსვლისთვის. ეს არ ნიშნავს, გქონდეს ზუსტი თარიღი. ჰორიზონტი თუ არ გვექნება, ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ კარგი, ჩვენ გვაქვს დრო. ჩვენ არ გვაქვს დრო. ჩვენ გვქონდა ორი გრძელვადიანი გაფართოების პროცესი, ახლა უკრაინა მოდის, ახალი კანდიდატი“, – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები