პრეზიდენტმა შეიძლება დაადოს ვეტო, რადგან სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან - კობახიძე "კარვების კანონზე"

06.10.23 13:49
პრეზიდენტმა შეიძლება დაადოს ვეტო, რადგან სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან - კობახიძე "კარვების კანონზე"

"გაშლა არ იკრძალება, პოლიციას ეძლევა საშუალება, შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით ახალი რუსული კანონის მიღებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციასთან სრულ ალიანსშია, რის გამოც შესაძლებელია მან ვეტოს უფლება გამოიყენოს. 

გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის სრულ ალიანსში რადიკალურ ოპოზიციასთან რა თქმა უნდა არსებობს მოლოდინი, რომ მან შეიძლება დაადოს ვეტო ამ კანონს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მისი გადასაწყვეტია", - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები