სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არასებით გავლენას მოახდენს ევროკავშირის ანგარიშზე - პლენკოვიჩი
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მთავარი ელემენტი არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს", – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.
როგორც ანდრეი პლენკოვიჩი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არასებით გავლენას მოახდენს ანგარიშზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა ზაგრებს ზაფხულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას. მთავარი ელემენტი აქ არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, როგორც ვიცი, ნოემბრის დასაწყისში, რაც იქნება დისკუსიის ბაზისი პროცესში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. ის, თუ როგორ შესრულდა პირობები, რომლებიც გამოიკვეთა წინა სამიტებზე, დაეხმარება უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დეკემბერში“, – აღნიშნა ანდრეი პლენკოვიჩმა.