იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას - ბოკუჩავა "კარვების კანონზე"
"იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ფრაქცია "ენმ - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა ამბობს, ომ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლევადია "ოცნების" მხრიდან, ამ ქმედებით საზოგადოებამ დაინახავს, რომ საზოგადოებრივი აზრი, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების მათ შორის პრეზიდენტის, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის, არის ერთიანი.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, არა იმისთვის, რომ ეს კანონი შეჩერდეს იმიტომ, რომ ვეტოს ბუნებრივია მაინც დაძლევს რუსული ოცნება, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების და მათ შორის პრეზიდენტის ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ერთიანია და ყველა თანხმდება, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში", - ამბობს ფრაქცია "ენმ - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.