შეღავათებს არავინ უნდა ელოდოს - მაია კალასი საქართველოზე

06.10.23 14:11
შეღავათებს არავინ უნდა ელოდოს - მაია კალასი საქართველოზე

"შეღავათებს არავინ უნდა ელოდოს," - ეს განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

როგორც კალასმა ჟურნალისტების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, ევროკავშირის მიესალმება ყველა ქვეყნის სურვილს, გახდეს ამ კავშირის წევრი. თუმცა, კალასი ამბობს, რომ რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. 

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუჭერთ მხარს, ვისაც სურს ევროკავშირის წევრები გახდნენ, გადადგას საჭირო ნაბიჯები ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. რთული რეფორმები იყო საჭირო, რასაც საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამ მხრივ შეღავათებს არავინ უნდა ელოდოს“," - ამბობს კალასი.

რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოების თარიღს, როგორც კალასი ამბობს, 2030 წელი შორეული თარიღია და ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს. 

ევროპის ინტერესშია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ. დემოკრატია, კანონის უზენაესობა განამტკიცონ, კორუფცია დაამარცხონ, რაც სარგებელს მოუტანს ეკონომიკას. ევროკავშირიც მზად უნდა იყოს და მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყნები დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მათ წევრობისთვის მოლაპარაკებები უნდა გავუხსნათ. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ კანდიდატებმა მათი წილი საქმე გააკეთონ და ჩვენ ვთქვათ, რომ არ ვართ მზად ახალი წევრებისთვის. 2030 შორს ჩანს და ჩვენი გასაკეთებელი უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა კალასმა.

 

მსგავსი სიახლეები