სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს მთავრობა - კობახიძე

06.10.23 14:17
სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს მთავრობა - კობახიძე

"სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“, - ამ განცხადებით უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს, რომელმაც პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება "სამწუხაროდ და უდროოდ" შეაფასა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა გადააფიქრებინოს, შესაბამისად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.

ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა ნიკა მელიას დაკავება და ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან და ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას შეადარა. 

ძალიან მარტივი იყო მისთვის, დაერწმუნებინა მელია, გადაეხადა გირაო, რაზეც მან მითხრა, რომ იგი არ გეგმავდა ამის გაკეთებას. შემდეგ თქვენ გახსოვთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი, მელიას დაკავება იყო სწორი და ლეგიტიმური. ისტორიას დარჩა კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ასევე ისტორიას დარჩა სტრასბურგის სამართლებრივი შეფასება, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება ეფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპსა და სამართლის განუხრელ დაცვას.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა აქ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. თუ აქვს მას რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე. ვფიქრობ, მას არ აქვს ამის რესურსი. ასეთ პირობებში ყველამ უნდა გვაცადოს ჩვენ, რომ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და შესაძლოა, ეს რესურსი მას არ ჰქონდეს, მან ააღებინოს ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, რადგან სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელი არის არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები