პრეზიდენტის იმპიჩმენტი - კობახიძის მსგავსად, პაპუაშვილსაც ოპოზიციის კეთილსინდისიერების იმედი აქვს

06.10.23 14:25
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - კობახიძის მსგავსად, პაპუაშვილსაც ოპოზიციის კეთილსინდისიერების იმედი აქვს

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ირაკლი კობახიძის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსაც ოპოზიციის კეთილსინდისიერების იმედი აქვს.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ვიღაცაში მაინც იმუშავებს კეთილსინდისიერება.

იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას. ჩემთვის პირადად ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, თუ რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, ვიანიდან ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება სასამართლო აქტი, რომელსაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა.

რაც შეხება შემდეგ პროცესს და პარლამენტში პოლიტიკურ ნაწილს, ჩვენ ვამბობდით, რომ წინასწარი გარანტიების გარეშე საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ასე უხეშად არ დაარღვევდა. ვფიქრობთ, ამ დასკვნის გაკეთების საშუალება გვაქვს, ამიტომ, იმედი, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, არ გვაქვს. ამავე დროს იმედი გვაქვს, მაინც გარკვეულწილმა კეთილსინდისიერებამ ვიღაცაში მაინც იმუშაოს. საბოლოოდ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია რას იტყვის სასამართლო. პარლამენტში იმპიჩმენტი დადგება თუ არ დადგება, საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა. ეს იქნება განაჩენი ამ ქცევასთან დაკავშირებით", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები