მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს - ბოკუჩავა გახარიას გუნდს
"მოვუწოდებ თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს" - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტია "საქართველოსთვის“ წევრების ბრალდებებს.
ბოკუჩავას თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც თავს პროევროპელ ოპოზიციონერად თვლის ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს "კაკაფონია" და ურთიერთთავდასხმები.
მე მაინც დიპლომატიური ვიქნები ბინძურ პროპაგანდაზე კომენტირებისას, რადგან არ ვთვლი ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირებას პროდუქტიულად ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მისწრაფებებისთვის. ახლა ყველა, ვინც საკუთარ თავს პროევროპელ ოპოზიციონერად თვლის, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრინტის შთაბეჭდილება ექმნებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს საქართველოში. ამიტომ ვიქნები დიპლომატიური და მოვუწოდებ თავი თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ბრალდებები უკავშირდება გუშინ, 5 ოქტომბერს მიხეილ დაუშვილის მიერ ნათქვამს, რომლის მიხედვითაც, იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულ ოცნებასა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.