გაქურდული საფლავები გორში - ადგილობრივები შველას ითხოვენ

06.10.23 14:46
გაქურდული საფლავები გორში - ადგილობრივები შველას ითხოვენ

გორში საფლავები გაძარცვეს. სამარხებიდან მარმარილოს ფილები და ქანდაკებებია მოპარული. ვანდალური შემთხვევა კვერნაკის დასახლებაში მოხდა. უკვე ერთი კვირაა, საფლავებს უცხო პირები ერთი მეორის მიყოლებით ძარცვავენ. მიცვალებულთა ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები