"პოპულისტი", "კაცმაცუნა" - ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

06.10.23 15:42
"პოპულისტი", "კაცმაცუნა" - ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

"პოპულისტი", "კაცმაცუნა", - ამ სიტყვებით მოიხსენია დღეს "ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებზე მსჯელობენ. სახელისუფლები გუნდის წევრი ამტკიცებდა, რომ ვაშაძე ხელისუფლებაში მოსვლა პოპულისტური მეთოდებით ცდილობს. 

ზარქუას გაღიზიანება გიორგი ვაშაძის განცხადებას მოყვა, რომელმაც თქვა, რომ ბიუჯეტში თანხები პენსიონერების სესხების გასანულებლად უნდა გამოინახოს. მისი მტკიცებით, ხელისუფლება პენსიონერებს გვერდში როგორც არასდროს ისე უდგას. 

იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც სწორედ პენსიონერებს 150%-იანი სესხი გაუხადეს, ეს იყო. ღიმილიანი საქართველო, რომ დაარქვეს და კბილები, რომ დააძრეს ჩვენს პენსიონერებს ეს იყო ერთ-ერთი ავტორი პოპულიზმი, ეს კაცი ახლა. ეს კაცი იყო, ახლა ჩამიგდეს განცხადება, რასაც აკეთებდა, მოუსმინეთ, მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, შევახსენო უფრო სწორედ, რა პოპულისტთან გვაქვს საქმე. ეს კაცმაცუნა მაშინ ამბობდა, რომ ესე იგიო, შავ ხვრელში, ნიშნავს ფულის ჩარიცხვა გადარიცხვა და დახარჯვა დაფინანსებაო ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობს ეს ადამიანი. ახლა გამოვიდა ვითომ დიდი გულშემატკივარი, გაუჭირდა იმიტომ, რომ თავის პარტიაში ერთი შემორჩა, 5 კაცი შემოვიდა და ერთი მსხვერპლი, რომ ჰყავს ერთო მანჯგალაძე და დაიშალა დანარჩენი, ახლა გადაბარგდა და ხაბე ჩააჩოჩა. აი, ეს პოპულისტი და ამით უნდა იმ ჯიგარს ევროპელებს, რომ ძარცვავს უნდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ერთმანეთს თუ არ ენდობიან ისეთი ხალხით, უბრალოდ ვერ გავატარებდი. პენსიონერებს სჭირდებათ უფრო მეტი გვერდში დგომა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც არის შესაძლებელი, რატომ 400 ლარი, 500 უნდა ჰქონდეს, 700, რატომ არა 1000 ლარი, მაგრამ შესაძლებლობა არის ერთი და მეორე ქარის ეს პოპულისტი რასაც აკეთებს და სჩადიან. ჩვენ, როგორც არასდროს ისე დავუდგებით გვერდში და ვუდგავართ პენსიონერებს. მათ შორის, ჩემი ინიციატივა იყო პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ ჩავუდექი პირველი დღიდან ისევ მაღალი საპროცენტო განაკვეთი 1560%-იანი, როცა ის იყო იუსტიციის მინასტრი", - ირაკლი ზარქუა.

მსგავსი სიახლეები