ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსი არ არის - კობახიძე საკუთარ სიტყვებს ძალაში ტოვებს
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსი არ არის. ირაკლი კობახიძე საკუთარ სიტყვებს ძალაში ტოვებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსშია ჩაკარგული. ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს ულტიმატუმების ენით ესაუბრება, თუმცა გადაჭრით ვეღარ ამბობენ შედგება თუ არაა ისტორიული იმპიჩმენტი.
"ქართული ოცნება" ახლა ორ პასუხს ელოდება. პირველი ულტიმატუმზე ზურაბიშვილის რეაქცია და მეორე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი იმპიჩმენტის საქმეზე.
თავიდანვე, სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მას აქვს 50-ზე მეტი დეპუტატის იმედი. მას აქვს იმის რწმენა, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" რომელიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, აგენტად და ა.შ. მათი იმედი აქვთ დღეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მის იმპიჩმენტს მხარს. ამაზე საუბრობდა ბუნებრივია პრემიერი. შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და მაინც დარჩეს თანამდებობაზე და მერე გრძელდება ცხოვრება. ახლა აქ რა ხდება, რაზე საუბრობს პრემიერი, აქაც, ბუნებრივია ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება პროცესები, ვნახოთ იქ რას იზამს სალომე ზურაბიშვილი. არავის არ აინტერესებს რას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ერთ-ერთი რაც გვაინტერესებს არის ის, რომ მან არ სცადოს კონსტიტუციის დარღვევა. როდესაც ჩვენ აღვძარით ეს პროცედურა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პრეზიდენტობის ღირსი. ეს ბუნებრივია ძალაში რჩება".- განაცხადა კობახიძემ.