მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს - ზელენსკი
"მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება," - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
ზელენსკი ხარკოვის ოლქზე ოკუპანტების მიერ მიტანილ იერიშს გამოეხმაურა, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინას ექნება მეტი თავდაცვითი სისტემა, არის მკაფიო შეთანხმებები. ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო, მადლობა! იქნება მეტი არტილერია ჩვენი მეომრებისთვის, მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და რა თქმა უნდა, იქნება მეტი სამართლიანობა.
რუსმა ტერორისტებმა განახორციელეს მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ოლქის სოფელზე, რომლის სამიზნე ჩვეულებრივი მაღაზია და კაფე იყო. ეს არ იყო ბრმა შეტევა, ეს იყო სასტიკი რუსული აგრესია და გენოციდი. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ და მსოფლიოს აქვს საშუალება ამის უზრუნველსაყოფად. მსოფლიოსთვის ჩვენი მთავარი გზავნილია - ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ახლა, მხოლოდ უკრაინაში შეიძლება ამ პრინციპული, მორალური პოზიციის შენარჩუნება," - განაცხადა ზელენსკიმ.