როცა ხვდება სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ეს წარმომადგენლობა კი არ ყოფილა საგარეო ურთიერთობებში, ყოფილა აქტივიზმი - ოხანაშვილი

06.10.23 15:10
როცა ხვდება სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ეს წარმომადგენლობა კი არ ყოფილა საგარეო ურთიერთობებში, ყოფილა აქტივიზმი - ოხანაშვილი

"პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტმა არაიურიდიულ საზოგადოებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს მეთაური როცა ხვდება სხვა სახელმწიფოს მეთაურს, ეს წარმომადგენლობა კი არ ყოფილა საგარეო ურთიერთობებში, ეს ყოფილა აქტივიზმი", - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული საკითხის კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენლების კრიტიკას სხდომის დასრულების შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ მათ საკმარისი კომპეტენცია არ აქვთ.

იქ ჩავიდა როგორც აქტივისტი და არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ეს აბსურდი უთხრეს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენმა იურიდიულმა საზოგადოებამ, ობიექტურმა დამკვირვებელმა ნახა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს პრეზიდენტის სტატუსი და ის, თუ რა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები