პრეზიდენტის იმპიჩმენტი - ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად მეტი გამოცინცლოს "ოცნებას"
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად მეტი გამოცინცლოს "ოცნებას".
ოპოზიციაში კი ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობს და ამბობს, რომ ენმ-ს სიით შესული ხალხის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ უნდოდეს პრეზიდენტის პოსტი, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი თვითონ გადამდგარიყო.
შეიძლება უბრალოდ ამდენი ბიუჯეტი არ გამოუყვეს ქართულ ოცნებას, რომ ოპოზიციის მოსასყიდად იყოს საკმარისი და ახლა რაღაცნაირად წვალობენ, რომ არსებული სტატუსკვოც და სახეც შეინარჩუნონ მათ შორის. როცა შენ მიანიჭებ ამხელა მნიშვნელობას ამ პროცესს, რომ თვითონ პარტიის თავმჯდომარე ადვოკატად მიდის სასამართლოზე, ოპოზიციაც ამას ხედავს და ეცდება, რომ მაქსიმალურად მეტი გამოცინცლოს ქოცებს. ბევრი შეიძლება იყოს ასეთი, გააჩნია რამდენს გადაიხდიან. "ნაცმოძრაობის" სიით შესული ხალხის გარეშე ეს ამბავი რომ არ გამოვა, ეს მგონი თვითონ "ნაცმოძრაობამაც" იცის და "ოცნებამაც". ჩვენ იმდენად ბევრს ვითხოვთ, რომ ფასს გვიგდებენ ჩვენი კოლეგები და არ ვართ ხოლმე საჭირო საბოლოო ჯამში, სხვასთან უფრო იაფად გვარდება ეს ამბავი. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პრეზიდენტის პოსტი, თორემ შეიძლება ქალბატონი სალომე თვითონ გადამდგარიყო და დაეთმო ეს". - ამბობს იაგო ხვიჩია.