"ერთი ტრენინგი ზრდილობაზე არ გაწყენდათ" - დაპირისპირება ჩარკვიანსა და მდინარაძეს შორის
პარლამენტში ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას უთხრა, რომ უმჯობესი იქნება, თუ თანხები საპენსიო სესხების გასანულებლად და სკოლებში ერთჯერადი კვებისთვის გამოინახება. "ქართულმა ოცნებამ", თავის მხრივ, ოპონენტები პოპულიზმში დაადანაშაუალა.
ოპოზიციამ მმართველ პარტიას სხვა მწვავე კითხვებიც დაუსვა, თუმცა "ქართული ოცნება" კარგ განწყობას დემონსტრირებდა.
მემგონი, აქ ერთი ტრენინგი ზრდილობაზე არ აწყენდათ, - უთხრა თაკო ჩარკვიანმა სახელისუფლები გუნდს.
ოპოზიციის წევრის შენიშვნამ მამუკა მდინარაძე გააღიზიანა.
დღეს არის ღიმილის საერთაშორისო დღე, გილოცავთ! და იქნებ გაიღიმოთ. მაშინ, როცა სხვები რაღაცაზე გაიღიმებენ, შენიშვნას ნუ მოგვცემთ და ზრდილობაზე თუ შეიძლება ნუ მიგვითითებთ, - უთხრა მდინარაძემ ჩარკვიანს.