კობახიძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მდიდარ ენჯეოებსა და პრეზიდენტს კატეგორიულად არ სურთ, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

06.10.23 15:26
კობახიძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მდიდარ ენჯეოებსა და პრეზიდენტს კატეგორიულად არ სურთ, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

რომელ პოლიტიკურ ძალებს არ სურთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს - ირაკლი კობახიძე კონკრეტულ პარტიებთან ერთად საბოტაჟის მონაწილედ უკვე საქართველოს პრეზიდენტსაც ასახელებს.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული.

საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიებით. შეგახსენებთ, ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, გახარიას პარტია, „ლელო“ , ვაშაძის პარტია, თუ აღარ არის ეს პარტია არ ვიცი, ესენი არიან კონკრეტული მდიდარი ენჯეოები, ესაა სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც კატეგორიულად არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი შესაბამის კამპანიასაც აწარმოებენ ამისთვის, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივედით იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის, რომ პრეზიდენტი ცდილობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ესაა მისი სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით სრულად ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გამოითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები