ბავშვები შიმშილობენ, პენსიონერებს კაბალური ვალი აქვთ, ვის ხმარდება ეს ამხელა თანხა? - კირკიტაძე "ოცნებას"
ენმ-ს წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, პენსიონერებისთვის სესხების განულებასა და სკოლებში ერთჯერადი კვების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, სკოლებში ბავშვები შიშმილობენ, საშუალო ასაკის ხალხის კი თავის გადარცენის მიზნით ქვეყნიდან გარბის.
სკოლაში ბავშვები შიმშილობენ. 800 ათას პენსიონერიდან 400 ათასს აქვს კაბალური ვალი. საშუალო ასაკის ხალხი ქვეყნიდან გარბის და გაივსო მექსიკა-ამერიკის საზღვარი, ევროპული ქვეყნები. აბა, ვის ხმარდება ეს ამხელა თანხა? ეს არის ის, რაც ჩვენ გვასაუბრებს, ოპოზიციას და გეუბნებით, რომ კონკრეტულად მივმართოთ ეს თანხები იქითკენ, რომ ეს დიდი პრობლემები აღმოვფხვრათ, - თქვა კირკიტაძემ სხდომაზე.