„გაორმაგებაც არაფერია” - სოზარ სუბარი საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდას ითხოვს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაზრდას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ემხრობა. ეს ინიციატივა სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაახმოვანა.
როგორც დეპუტატი ამბობს, ოც წელზე მეტია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს, როცა ხარჯები სუბარის თქმით, არათუ გაორმაგდა, არამედ გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში.
მინდა გამოვეხმაურო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაფინანსებას. ოც წელზე მეტია, მარტო 25 მილიონია და ამას დაემატა ჩვენს პერიოდში ასევე დაფინანსება, რომელსაც იღებენ სხვა ტრადიციული რელიგიები. თვის დროზე შეიძლება ეს სერიოზული თანხა იყო, მაგრამ, დღეს ძალიან ცოტაა. მით უმეტეს, მე უკეთ ვიცი რაში იხარჯება ეს თანხა, მე თავად ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში და 100% ეს თანხა მიემართება სწავლა განათლებას.
კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა, აღარაფერს ვამბობ რომ გაათმაგდა თანხა რომელიც სჭირდება სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას, კომუნალურებს და ხელფასებიც. ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა დომინაციებზე და კარგი იქნება ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. გაორმაგებაც კი არაფერია აქ იმდენად ცოტა თანხაა,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.