პოლიციელების ძალადობის საქმე - განსასჯელის სკამზე ძალადობის მსხვერპლი ზის
ახალგაზდრა ბიჭი, რომელიც ბებიის თანდასწრებით პოლიციელებმა სცემეს, განსასჯელის სკამზე ზის. ლაშა ჟღენტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ძველი თბილისის პოლიციის თანამშროლების მხრიდან გახდა, დღეს მოსამართლისთვის იმის ახსნას ცდილობს, რომ ის დაზარალებულია და წინააღმდეგობას სამართალდამცველებს თავდაცვის მიზნით უწევდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის 5 პოლიციელი გამოიკითხება, რომელიც ახალგარდა ბიჭსა და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობაში არიანს მხილებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახსნიან სამართალდამცველები იმ დაზიანებებს, რომელიც ლაშა ჟღენტს და მის ბებიას აღენიშნებოდა.
პოლიციელები მომხდართან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვებს არ პასუხობენ.
გამოძიება მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე და მიბრძანდით იქ და საგამოძიებო სამსახურში და გაგცემენ მაგაზე პასუხს, - ამბობს სამართალდამცველი.
თავად ლაშა ჟღენტი ამბობს, რომ სამართლიანი განაჩენის იმედი აქვს.
იმედი მაქვს, რომ სასამართლო პროცესი ჩემთვის წარმატებულად ჩატარდება და მოსამართლე ისე გამოიტანს განაჩენს, როგორც მე მსურს და როგორც სამართლიანი იქნება. მე მედავებიან თურმე, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, პირადობის დამდასტურებელი მოწმობა არ მივაწოდე და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ოქმში არ ეწერა არაფერი მსგავსი, თურმე მე წინააღმდეგობა გავუწიე მათ, - ამბობს ლაშა ჟღენტი.
ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა. ძადადობაში მხილებული პოლიცილების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა დღემდე არცერთ მათგანი არ დასჯილა.