ზურაბიშვილს კობახიძეების, ღარიბაშვილების, ოხანაშვილების მუქარაზე რეაქცია არ ექნება - მიროტაძე

06.10.23 17:11
ზურაბიშვილს კობახიძეების, ღარიბაშვილების, ოხანაშვილების მუქარაზე რეაქცია არ ექნება - მიროტაძე

პოლიტიკოსი ანი მიროტაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს კობახიძეების, ღარიბაშვილების, ოხანაშვილების და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მუქარაზე მუქარაზე რეაქცია არ ექნება.

მიროტაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა კარგად იცის, ახლა რომ დაემორჩილო "ოცნებას", ეს ნიშნავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მომავლის პერსპექტივის დაკარგვას.

მას აქვს გამოცდილება პოლიტიკური ბრძოლის, დიპლომატიის, სახელმწიფო ინტერესების და მან იცის, ახლა დაემორჩილო "ქართულ ოცნებას", ნიშნავს ხელი შეუწყო შენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივის დაკარგვას. 

ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი კობახიძეების, ღარიბაშვილების, ოხანაშვილების  და დანარჩენების მოწოდებაზე თუ მუქარაზე რეაქციას არ გააკეთებს". - აცხადებს ანი მიროტაძე. 

მსგავსი სიახლეები