შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას - კობახიძე
აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ გაუქმდება, "ქართული ოცნება" დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. აფხაზეთში რუსული რუსული ფლოტი უნდა გადაიყვანონ, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, სრული უმოქმედობის რეჟიმშია გადასული.
ერთი ოფიციალური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, "ოცნების" ხელისუფლებისთვის სრულებით საკმარისია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის განზრახვებზე არ გეგმავს საუბარს. კობახიძე საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ მეტ ნდობას ურჩევს.
შეგნებულად არ შევდივარ დეტალებში, კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მნიშვნელოვან თემებს, უსაფრთხოების თემებს, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, დეტალებში ვერ ვისაუბრებ.
გაქვთ გამოცდილება და ნდობაც უნდა გქონდეთ ამ ხელისუფლების მიმართ, 11 წლის განმავლობაში, უმწვავესი და უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას,“ - ამბობს კობახიძე.