მასწავლებლების დასჯის სპეცოპერაცია - "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სკოლებში წმენდა დაიწყო
"ქართულმა ოცნებამ" წინაასარჩევნოდ სკოლებში წმენდა დაიწყო. არასასურველ პედაგოგებს თანამდებობიდან ერთი-მეორის მიყოლებით ათავისუფლებენ. თითქმის ყველა რეგიონში იდენტური ვითარებაა. პედაგოგებს ათავისუფლებენ, თუმცა მიზეზებს ვერ ეუბნებიან. შავ სიაში ისეთებიც არიან, ვისაც სასერტიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს.
განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება რაიონებში დირექტორებს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ნიშნავს, ამ გზით კი სახელისუფლებო პარტია საარჩევნოს ხმების მობილიზებას იწყებს.
მათ ვერ შეძლეს შუალედურ ეტაპზე სამინისტროს წარმომადგენლების დაკმაყოფილება სწორედ იმ ნიშნით, რომ მათ არ შეუძლიათ შეასრულონ ყველა ის დავალება, რომელსაც პარტია მათ წინასაარჩევნოდ სთხოვს. დაუკვირვებელი, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია ვინ თავისუფლდება სკოლის დირექტორობიდან და ვინ შეირჩევა სკოლის დირექტორის კანდიდატად, წარსადგენად სამეურვეო საბჭოების წინაშე. ეს თანამდებობა „ქართული ოცნების“ პერიოდშიც უფრო მეტად და გაცილებით უფრო დახვეწილი ფორმით ემსახურება პარტიულ ინტერესებს, - ამბობს ექსპერტი.