რაც არ უნდა ურთიერთობის დალაგებას შეეცადო რუსეთთან, წარმოუდგენელია, რომ კვლავ არ მიიტაცოს ტერიტორიები - დეკანოიძე

06.10.23 17:40
რაც არ უნდა ურთიერთობის დალაგებას შეეცადო რუსეთთან, წარმოუდგენელია, რომ კვლავ არ მიიტაცოს ტერიტორიები - დეკანოიძე

ოკუპანტი ქვეყნის განზრახვა ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის აშენებაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფორმალური პასუხი აგრესორს - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ოცნების" პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

როგორც "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების მიტაცებას აგრძელებს. 

ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ, იმას, რომ რაც არ უნდა კოალიციაში შეხვიდე, რაც არ უნდა თანამშრომლობა და ურთიერთობის დალაგებას შეეცადო რუსეთთან, წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა კვლავ არ მიიტაცოს ტერიტორიები და არ ეცადოს, რომ გააძლიეროს სამხედრო წარმომადგენლობა,“ - ამბობს დეკანოიძე.

პუტინის მორიგი დიდი პროვოკაცია. ოკუპანტის სახელმწიფო ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ძალების  ბაზის აშენებას გეგმავს, რაც ფაქტობრივად რუსეთის საზღვაო ძალების თავშესაფრად იქნება გამოყენებული.  

მსგავსი სიახლეები