სად ეკლესიის რეიტინგი და სად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" - ზილფიმიანი ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს

06.10.23 17:53
სად ეკლესიის რეიტინგი და სად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" - ზილფიმიანი ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს

სად ეკლესიის რეიტინგი და სად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" - პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 25 მილიონს ყოველ წელს იღებს ეკლესია კომპენსაციის სახით, მაინც უჭირს ხარჯების დაფარვა.

მას მოჰყავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მაგალითი და ამბობს, რომ მას ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე სხვა ტელევიზიებს ერთად აღებულს.

"თვალყურს ვადევნებ ეკლესიის ფინანსირებას. კი ბატონო კომპენსაციის სახით ქვეყანა 25 მილიონს ყოველ წელს. 25 მილიონი ყოველ წელს და არაფერი არ იცვლება. იმ ხარჯის დაფარვა როგორ უნდა მოახერხოს ეკლესიამ, სანთლების ფასი უნდა გაზარდოს?ეკლესიას ეროვნული სამაუწყებლო არხი აქვს და მე ვიცი, რომ ამის გადასახადსაც ვერ აუდიან. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30 მილიონით დაიწყო თავის დროზე, მე ყოველთვის მედია სივრცეში ვტრიალებდი და ვიცი და რომ ყველა ტელევიზია ერთად აღებული, რასაც ხარჯავს დღეს, უფრო ნაკლებია, ვიდრე ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელია. მაშინ, როცა დღეს სად ეკლესიის რეიტინგი და სად საზოგადოებრივი მაუწყებლის"?- განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მსგავსი სიახლეები