ოჩამჩირეში გადმოიტანეს სევასტოპოლიდან ბაზა? ეს არის დალაგებული ურთიერთობა? - მანჯგალაძე "ოცნებას"

06.10.23 17:47
ოჩამჩირეში გადმოიტანეს სევასტოპოლიდან ბაზა? ეს არის დალაგებული ურთიერთობა? - მანჯგალაძე "ოცნებას"

"ის, რომ უკრაინაში მარცხდება და შავი ზღვის ფლოტი გამოიქცა სევასტოპოლიდან და მოჰყავთ ოჩამჩირეში, ეს ხომ არის ღია ანექსია," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა ოკუპანტი ქვეყნის განზრახვას, გახსნას ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რაზეც საქართველოს მთავრობას რეალური რეაგირება არ ჰქონია და "ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კმაყოფილია.

მანჯგალაძე მმართველ პარტიას მიმართავს, რაში გამოიხატება რუსეთთან ურთიერთობების "დალაგების" პოლიტიკა, თუ ოკუპანტი კვლავ ხსნის სამხედრო ბაზებს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე.

ვუსვამ „ქართულ ოცნებას“ კითხვას, ხომ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რა დავალაგეთ რუსეთთან, რომ ოჩამჩირეში გადმოიტანეს სევასტოპოლიდან ბაზა? ეს არის დალაგებული?“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები