დიდი ნაღმი უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და ევროპული გზისთვის - პრეზიდენტი ახალ რუსულ სამხედრო ბაზაზე

06.10.23 17:59
დიდი ნაღმი უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და ევროპული გზისთვის - პრეზიდენტი ახალ რუსულ სამხედრო ბაზაზე

,,ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის", - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

პრეზიდენტი რუსეთის განზრახვას ეხმაურება და ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსებას გმობს.

რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება," - წერს ზურაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები