როგორ შეიძლება, პარლამენტარს ჰქონდეს სამარცხვინო პენსია - ზილფიმიანის ინიციატივა

06.10.23 18:02
როგორ შეიძლება, პარლამენტარს ჰქონდეს სამარცხვინო პენსია - ზილფიმიანის ინიციატივა

"პარლამენტარის ხელფასებზე გაცილებით მეტი ხელფასები ძალიან ბევრ რიგით მოსამსახურეს აქვს. არ გეგონოთ პარლამენტარებს დიდი ხელფასი აქვთ," - ეს განცხადება დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა გააკეთა.

როგორც ზილფიმიანი ამბობს, პარლამენტარის პენსია ძალიან დაბალია, რაც უნდა შეიცვალოს. ზილფიმიანი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს.

პენსიები, ბატონმა გიორგიმ გააჟღერა, მან კლასიფიცირება გააკეთა, პირველი პარლამენტარებისთვის პენსიების გაზრდაზე - იცით, რატომ არ კეთდება და ვერ კეთდება - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლება, სადაც სიტყვა პარლამენტარია, ეგრევე ითვლება, რომ ვაიმე, პარლამენტარს რამე რომ გავუკეთო, ეს არის პოპულისტური, ეს არის კოშმარი და იცით, პარლამენტარის ხელფასებზე გაცილებით მეტი ხელფასები ძალიან ბევრ რიგით მოსამსახურეს აქვს. არ გეგონოთ პარლამენტარებს დიდი ხელფასი აქვთ. პენსიები, რომ იცოდეთ პარლამენტარის პენსია, ძალიან დაბალი პენსიაა.
მჯერა მაინც, რომ ბოლოს და ბოლოს, გადავაბიჯებთ, ღირსების საკითხია, როგორ შეიძლება, პარლამენტარს ჰქონდეს სამარცხვინო პენსია, კარგი იქნება, თუ ამ ბარიერს გადავლახავთ,“ - ამბობს ზილფიმიანი.

 

მსგავსი სიახლეები