ივანიშვილი კობახიძეს და მის გვერდით მყოფებს მოიშორებს - ბესელია
"ივანიშვილი კობახიძეს და მის გვერდით მყოფებს მოიშორებს," - ამ განცხადებას ეკა ბესელია "დღის ამბებში" აკეთებს.
ბესელია დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტის პროცესი ივანიშვილის თანხმობით და მითითებით არის წამოწყებული. ბესელია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის ბოლომდე მისაყვანად ყველაფერს გააკეთებს.
ივანიშვილი კობახიძეს და მის გვერდით მყოფებს მოიშორებს, კარგად იცის, რომ ეს ხალხი მისთვის გრძელვადიან პროცესში არის უსარგებლო და უკიდურესად დამაზიანებელი, ახლა სჭირდება და იყენებს მათ.
ივანიშვილის თანხმობით წამოწყებული პროცესია. თუ არ მოსწონს, სჭირდება რაღაც დროით, თუმცა ისიც მითქვამს, რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, კობახიძე ისევე, როგორც კიდევ ბევრნი მასთან მყოფნი, ვინც გვერდით ესხდნენ, აბსოლუტურად ყველა იქნება მოსროლილი,“ - ამბობს ბესელია.