პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ Facebook-ზე სტატუსიც არ დაწეროს, რა დონის სიგიჟემდე მიდის ეს ლოგიკა - ბესელია

06.10.23 18:49
პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ Facebook-ზე სტატუსიც არ დაწეროს, რა დონის სიგიჟემდე მიდის ეს ლოგიკა - ბესელია

პოლიტიკოსი ეკა ბესელია "დღის ამბებთან" პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის მიმართ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი სიგიჟემდე მიდის. როგორც ბესელია ამბობს, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ქვეყნის მთავარსარდალს საგარეო ურთიერთობებში ჩარევა და მონაწილეობა აუკრძალოს.

ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის დაკმაყოფილება მძიმე პროცესი იქნება.

სალომე ზურაბიშვილი არ გადადგება, რადგან მას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს შესასრულებელი. ძალიან რთული იქნება სასამართლომ თქვას, რომ იმპიჩმენტი დასაკმაყოფილებელია, რადგან თუ შენ მომავალ პრეზიდენტს ეუბნები, რომ სამძიმრის წერილსაც ვერ გაუგზავნის რომელიმე ქვეყნის ლიდერს და რომ წარმოიდგენს, რომ "ფეისბუკზე" სტატუსს ვერ დაწერს, ასეთ რამეს ჩვენ რიგით მოხელეებსაც ვერ ავუკრძალავთ და პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ სტატუსიც არ დაწეროს, თუ მთავრობა ნებართვას არ მისცემს, რა დონის სიგიჟემდე მიდის ეს ლოგიკა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები