კარვების კანონს "ოცნება" დასამტკიცებლად პრეზიდენტს არ გადაუგზავნის და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედთან" გააკეთა.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე გავა. არადა, დღეს დილით ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავდა, რომ კარვების აკრძალვის შესახებ კანონზე სალომე ზურაბიშვილს ვეტო დაედო - პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციასთან სრულ ალიანსშია, რის გამოც შესაძლებელია მან ვეტოს უფლება გამოიყენოს.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება მმართველმა ძალამ დღის ბოლოს მიიღო.
გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - აღნიშნა კობახიძემ.