ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები - სააკაშვილი

06.10.23 18:52
ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები - სააკაშვილი

"სპეციალურად დაგეგმეს "საკონსტიტუციოს" სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული იმპიჩმენტის პროცესი სპეციალურად დადგმული სპექტაკლია, რაც მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ემსახურება მიზნად. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ რუსული კანონის ვერ გატანის შემდეგ, კარვების აკრძალვის საკითხი იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად დაამტკიცა.

სპეციალურად დაგეგმეს "საკონსტიტუციოს" სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.

ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც "უცხოელი აგენტების" კანონი. ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას - ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს", - წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები