მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური უფლებები - სახდეპი კარვების კანონზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებულ "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" ახალ კანონს ეხმაურება, რომელსაც საზოგადოება ახალ რუსულ კანონად მოიხსენიებს.
დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებების მტკიცედ დაცვისკენ მოუწოდებს.
შეერთებული შტატები რჩება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქის ხმა - განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა - იყოს გაგონილი, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და ის დაეხმარება საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ," - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.