ისინი მენტალურად ვასალის, მონის როლში არიან - გეგელია "ოცნებაზე"
"ისინი მენტალურად არიან ვასალის, მონის როლში" - ასე მიმართავს პარტია "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია მმართველ პარტიას, რომელმაც რეალურად არ დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით.
გეგელია "დღის ამბებში" ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოში კრემლის ფილიალს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის დახმარებაა.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელისუფლებამ მოკლა საგარეო პოლიტიკა. მათ საერთოდ აღარ აქვთ საგარეო პოლიტიკა. ისინი მენტალურად არიან ვასალის, მონის როლში. ერთადერთი რისი უფლებაც მათ გააჩნიათ, ეს არის ივანიშვილის დავალებით რუსეთის მსახურება და არაფერი სხვა. დღეს რუსეთი ქმნის ახალ დაძაბულ კერას. რუსეთის ფედერაციის დამხმარე არის "ქართული ოცნება", ანუ კრემლის ფილიალი საქართველოში - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.