„ოცნება“ პრეზიდენტს ევაჭრება - რატომ დაიხია ღარიბაშვილის გუნდმა?
კამპანია ურჩი პრეზიდენტის დამორჩილებისთვის გახსნილია - ათონელის რეზიდენციაში შეთავაზება შეთავაზებაზე იგზავნება. პრემიერის შემდეგ კიდევ უფრო მეტი თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. თუ პრეზიდენტი ჭკვიანად მოიქცევა, მას ვიზიტებში წასვლის უფლებასაც კი მისცემენ. ამ ულტიმატუმებით საუბარში კი ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამხილა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, სინამდვილეში, მის მოთვინიერებას ემსახურება.
სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა ივანიშვილის გუნდმა დროებით გვერდზე გადადო. „ოცნება“, სავარაუდოდ, ხვდება, რომ პრეზიდენტის სახლში გაშვებისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ და იძულებულები იქნებიან სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთი წელი შეეგუონ. ნიადაგს წინასწარ ამზადებენ, რომ დარჩენილ ვადაში მაინც პრეზიდენტი მათ მხარდამჭერად აქციონ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რას უპასუხებს „ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მმართველი გუნდის თავდასხმებს ბოლო დღეებია სრულად აიგნორებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.