დომინირება შავ ზღვაზე და ნატოს გემების კონტროლი - მოსკოვის გეგმის დღემდე უცნობი დეტალები

06.10.23 20:20
დომინირება შავ ზღვაზე და ნატოს გემების კონტროლი - მოსკოვის გეგმის დღემდე უცნობი დეტალები

 

 

მოსკოვის გეგმის დღემდე უცნობი დეტალების რუსულმა მედიამ გათქვა. რუსეთის ფლოტის მაღალჩინოსნები არ მალავენ, რომ მათი მთავარი მიზანია დომინირება შავ ზღვაზე და ნატოს გემების სრული კონტროლი. ეს მისია კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებულმა ბაზამ უნდა აიღოს. საჭიროების შემთხვევაში, ოჩამჩირეში დისლოცირებული ფლოტი  სახმელეთო ძალებს დაეხმარება ზღვიდან. ანუ პირდაპირ ამბობენ, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზას ხსნის უკრაინასთან საბრძოლველად. 

ამ ფონზე კი „ქართული ოცნებისთვის“ სრულიად საკმარისია ის შაბლონური განცხადება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა. „გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება,“ - ამას  მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დღეს მედიას და ოპოზიციას. 
ოპოზიცია რუსულ გეგმას ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს და ამ ფონზე აბაშიძე-კარასინის ფორმატის სასწრაფოდ  გაუქმებას ითხოვს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები