ბიუჯეტი ხალხისთვის თუ ჩინოვნიკებისთვის? - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
ბიუჯეტი ხალხისთვის თუ ჩინოვნიკებისთვის? - მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების განხილვა პარლამენტში დიდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მთავრობას 400 მილიონი აქვს გადასანაწილებელი. აქედან 40 მილიონს გომელაურის უწყება მიიღებს, 10-ს კი თავდაცვის სამინიტრო. სად არის ხალხი? - ეს კითხვა ქჰონდა დღეს ოპოზიციას, რომელიც საპენსიო სესხების დაფარვას და სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსებას ითხოვდა. „კაცმაცუნები და პოპულისტები“ - ეს იყო „ქართული ოცნების“ პასუხი, რომელიც ოპოზიციის კრიტიკას სიცილით ხვდებოდა. არგუმენტი კი ის ჰქონდათ, რომ დღეს ღიმილის საერთაშორისო დღეა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.