საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან - ბეჟაშვილი კობახიძის განცხადებაზე
"ეს განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად- ასე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას - “გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად - კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.”
ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ხუმრობაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან და ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე, სერიოზული პასუხი რთული არის, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულად ნათქვამი არ იქნებოდა. კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული ხელმოწერის პროცედურა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი, საკანონმდებლო საქმიანობაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს რომ ხელი მოაწეროს, თუ ხელს არ აწერს, მაშინ ხდება ვეტოს პროცედურა, თუ ვეტო დაიძლევა და პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და ის შედის ძალაში.
ეს განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად. ალბათ, უფრო გამოძახილია იმ დავისა სტატუსი თუ უფლებამოსილება, ამის გამიჯვნა და ინტერპრეტაციით ხდება ახლა ამ თემის წამოწევა. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მოდელირებული ქრონიკა დავარქვათ ამ კაზუსს - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.