2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის დარღვევაა, შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს - ესტონეთის საგარეო
"ესტონეთი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გამოთქმულ განზრახვას" - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადადგმული ნაბიჯი 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის დარღვევაა, რამაც შესაძლოა, აფხაზეთის შემდგომი დესტაბილიზაცია განაპირობოს.
ესტონეთი გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გამოთქმულ განზრახვას. ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.