თუ ოჩამჩირეში იხსნება რუსული ბაზა, მაშინ საქართველო ხდება რუსული სამხედრო სისტემის ნაწილი - ხოშტარია
"ქართული ოცნების" მმართველობა არ პასუხობს იმ შიშებს და მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას გააჩნია" - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, კობახიძე - ღარიბაშვილის გუნდი ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს და მათ ემოციებზე თამაშობს.
"ქართული ოცნების" მმართველობა არ პასუხობს იმ შიშებს, იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას გააჩნია. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებენ. ავტოკრატიული მმართველები ყოველთვის ცდილობენ, ითამაშონ საკუთარი ამომრჩევლის ემოციებზე.
თუ ოჩამჩირეში იხსნება რუსული ბაზა, მაშინ საქართველოს ტერიტორია ხდება რუსული სამხედრო სისტემის ნაწილი. დღეს ღარიბაშვილი ესპანეთიდან კი არ უნდა გველაპარაკებოდეს შიდა, მოგონილ, ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე, ეს სამარცხვინოა- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარი ჯიბის გასქელებისთვისა და ინსტიტუტების მიტაცებისთვის იბრძვის.
ეს ადამიანები ბევრ რესურს ხარჯავენ, რომ დააზიანონ ევროპული შემოთავაზებები. თვითონ მოიგონეს, რომ ვითომ, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და შემდეგ ორი დღე გვაყურებინეს სრულ აბსურდს. სისტემა იმდენად არაგამჭვირვალეა და ეყრდნობა კორუფციას, ზეწოლას, არ ვიცი, რას მიაღწევენ ისინი"- დნასძინა მან.