რუსეთი გვიხსნის მეორე ფრონტს, საქართველოს ტერიტორიიდან აპირებენ უკრაინის დაბომბვას - ბერძენიშვილი
დავით ბერძენიშვილი ოჩამჩირეში რუსული ფლოტის გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტს ხნის. მისი თქმით, პუტინის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიიდან აპირებს უკრაინის დაბომბვას.
იგი განმარტავს, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მის მხარეს არაპირდაპირი ჩარევის მცდელობა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში თანამონაწილე.
რუსეთი გვიხსნის მეორე ფრონტს. საქართველოს ტერიტორიიდან აპირებენ უკრაინის დაბომბვას. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მის მხარეს არაპირდაპირი ჩათრევის მცდელობა. ხელისუფლება აღმოჩნდა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში თანამონაწილე. ასეთ დროს საკუთარი ღირსების დამცველი ხელისუფლება გაეროს საბჭოს შეკრებას მოითხოვდა, რადგან ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას იწყებენ უკრაინის წინააღმდეგ. ოკუპანტი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სამხედრო ტექნიკას ზრდის. ჩვენ და აფხაზები უნდა ვიყოთ რუსების წინააღმდეგ, რადგან როდესაც ვიყავით, მაშინ მოვიგეთ - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.