დღევანდელი ზურაბიშვილი ივანიშვილის პაიკი არ არის - დავით ბერძენშვილი
დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის მიმართ წარმართულ იმპიჩმენტის პროცესს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესი მმართველი პარტიის ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებს. ბერძენიშვილის აზრით, ქვეყნის მთავარსარდალი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული თოჯინა და პაიკი არ არის.
ბერძენიშვილი "ტვ პირველთან" საუბრის დროს გამორიცხავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.
მე არ მივესალმები გახარიას პარტიის დეპუტატებს და არ მივესალმები "ნაციონალურ მოძრაობაზე" შეტევას. ის, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილის თოჯინაა, მდარე პოლიტიკური განცხადება იყო. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილზე შეტევა არასწორია. ამ ვითარებაში, არც გახარიას პოზიციას მივესალმები, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალოს ზურაბიშვილის წინააღმდეგ "ოცნებასთან" ერთად იმპიჩმენტის უზრუნველყოფა, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. იმპიჩმენტის პროცესი ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებს. ფიჩერად და კასპაროვად არ მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილი. იგი არ მიმაჩნია ასეთ გროსმაისტერად. დღევანდელი სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს პაიკი და თოჯინა არ არის - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.