პირველივე წამიდან გასაგები იყო, რომ კობახიძე „ტროლაობდა“, „ტროლები“ „ტროლაობენ“ - კუპრაძე

06.10.23 23:50
პირველივე წამიდან გასაგები იყო, რომ კობახიძე „ტროლაობდა“, „ტროლები“ „ტროლაობენ“ -  კუპრაძე

"პირველივე წამიდან გასაგები იყო, რომ ირაკლი კობახიძე ტროლაობდა, ტროლები ტროლაობენ ხოლმე" - ასე მიმართავს "ლელო საქართველოსთვის" გენერალური თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე მმართველი პარტიის წარმომადგენელ ირაკლი კობახიძეს, რომელიც დღეს ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

კუპრაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს.

პირველივე წამიდან გასაგები იყო, რომ ირაკლი კობახიძე ტროლაობდა. ტროლები ტროლაობენ ხოლმე. მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. საქმე ეხება ანტიეროვნულ, ანტიდემოკრატიულ კანონპროექტს და ამიტომ ხუმრობის დრო არ არის. შიში მართავს "ქართულ ოცნებას" და ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებაში შიში დათესონ. ადამიანებს ხშირად ვერ წარმოგვიდგენია, რომ რომელიმე კანონი შეგვეხება, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ეს ყველას გვეხება. კინოცენტრი, მწერალთა სახლი კარგი მაგალითია, რადგან სანამ ერთს ეხებოდნენ, მეორე ხმას არ იღებდა, საბოლოოდ კი ყველა ინსტიტუტს მიადგნენ - აღნიშნა კუპრაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "იმედთან" გააკეთა.

განცხადებიდან მალევე, ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კობახიძემ "იხუმრა". 

მსგავსი სიახლეები